Exclusive: აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან უცნობი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

0

nabakevაფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში მობილიზებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამის მიზეზი გამთენიისას გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ნაპოვნი უცნობი მამაკაცის ცხედარია, რომლის ასაკი 30-დან 35 წლამდეა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყაროს ცნობით ამ წუთებში ქართველ სამართალდამცავებსა და აფხაზ კოლეგებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა მოხდეს ცხედრის გადმოსვენება და მისი ექსპერტიზა.

თავიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაბაკევში ნაპოვნი ცხედარი აფხაზეთში მოქმედი ბანდფორმირებების მიერ გატაცებულთაგან ერთ-ერთია, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას უარყო ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა ხარებავამ. მისი განცხადებით ამ წუთებში მართლაც მიომდინარეობს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან და ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან.

სხვა ახალი ამბები: