EXCLUSIVE: ახალი დეტალები სამეგრელოში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავებზე

2

zugdidis elitaწინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მიწაში ჩაფლული სამალავები აღმოჩენილია სამეგრელოს რეგიონში. სამალავები არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად აღმოჩენილია ზუგდიდის რაიონის სოფლებში უღთაში, დიდინეძში, ოდიშში, კორცხელსა და განმუხურში. საიდუმლო სამალავებს ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქირია ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” და ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მთავარი ინჟინერი ადასტურებს.

smo.ge-ს სანდო წყაროს ცნობით სწორედ სამშენებლო კომპანიის ტექნიკის საშუალებით გათხარეს ორმოები, სადაც მისთვის გაურკვეველი წარმოშობის კასრები ჩაიდო. სამშენებლო კომპანიის ინჟინრის მტკიცებით, ის არაფერში იყო გარეული, თუმცა წინა ხელისუფლების  მაღალჩინოსნები მისი კომპანიისგან სამუშაო ტექნიკას, განსაკუთრებით კი ტრაქტორებს ითხოვდნენ.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge იმ ტრაქტორისტს ესაუბრა, რომელიც სპეციალური სამალავებისთვის თხრილებს ამზადებდა. ის ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ზუგდიდის რაიონის ხუთივე სოფელში პირადად მისი ტრაქტორი გამოიყენეს.

get_img“სპეციალური თხრილებისთვის ჩვენი კომპანიის ტრაქტორებს იყენებდნენ. იქ პირადად მე ვიყავი, სადაც დიდი თხრილები გამაკეთებინეს და შემდეგ კასრები ჩადეს. როცა ვიკითხე უბრალოდ ადამიანურად რა კასრებია ესთქო, ერთ-ერთმა ღიპიანმა პოლიციელმა მითხრა, რაც შენ არ გეხება მას ნუ კითხულობ და შენი საქმე აკეთეო. იმის შემდეგ არც მიკითხავს თუ რისთვის იყო საჭირო ამ თხრილების გაკეთება. ახლა როცა ტელევიზორიდან ვნახე ის ტიპები სამი მათგანი სახეზე ვიცანი. განსაკუთრებით ის ღიპიანი, თუ არ ვცდები ხვიტია”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

TODUAsmo.ge-ს ინფორმაციით დაკავებულია ასევე სპეციალურად სამეგრელოში დაკომლექტებული “გამაუპატიურებელთა ჯგუფი”, რომელიც ძირითადად მუშაობდა თანამდებობის პირთა და სასულიერო პირების შვილების შეცდენისთვის. ერთ-ერთი ასეთი დაკავებულთაგან ტ.ლ-ა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის შვილია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საინფორმაციო სააგენტო smo.ge კონკრეტული ფაქტების დასახელებისგან თავს იკავებს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გ.ბ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფდლის გამგებლის შვილია. მათ სახლში მოწყობილი იყო საიდუმლო შტაბი, სადაც იმალებოდნენ წინასაარჩევნოდ სამეგრელოში შემოყვანილი დამსჯელი ჯგუფები. იქვე, სახლთან ახლოს ასევე აღმოჩენილია საიდუმლო სამალავი. გ.ბ სამხედრო პოლიციის თანამშრომელი და სამხედრო პოლიციის შეფითან, მეგის ქარდავასთან დაახლოებული პირი იყო.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სანდო წყაროს ინფორმაციით გამორიცხული არ არის უახლოეს დღეებში სწორედ სამეგრელოს რეგიონში ყოფილი სამართალდამცავების მორიგი ჯგუფი დააკავონ. წუხელ, გვიან ღამით ზუგდიდის რაიონში ორი ყოფილი პოლიციელია დაკავებული.

 

სხვა ახალი ამბები: