Exclusive: ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიიდან იუზა ყურუა გაიტაცეს

0

374248_587165281317399_382721645_nდილის საათებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიიდან ადგილობრივი იუზა ყურუა გაიტაცეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს გატაცებულის ნათესავებმა შეატყობინეს. მათი განცხადებით 60 წლის იუზა ყურუა გალის რაიონის სოფელ ოტობაიასა და ორსანტიის საზღვართან შეშას აგროვებდა, რა დროსაც მოხდა სწორედ მისი გატაცება.

“არაფერი ვიცით სხვა გარდა იმისა, რომ დილით გაიტაცეს იუზა. არც ის არის ჩვენთვის ცნობილი, თუ რიის გამო არის გატაცებული. სავარაუდოდ გამტაცებლები გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან გადმოვიდნენ, რომლის საზღვარიც ჩვენი სოფლიდან რამდენიმე მეტრშია. იუზა დილით შეშის, უფრო სწორად ფიჩხების შესაგროვებლად იყო გასული”-აცხადებენ ნათესავები

იუზა ყურუას ოჯახს გამტაცებლები ჯერჯერობით არ დაკავშირებიან.

სხვა ახალი ამბები: