Exclusive: ზუგდიდში ყოფილი ბადრაგები საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან

0

badragiსაბადრაგო სამმართველოს ზუგდიდის განყოფილების სამსახურიდან დათხოვილი 26 თანამშრომელი ზუგდიდში საპროტესტო აქციებით იმუქრება. მათი განცხადებით ზუგდიდის საბადრაგო სამსახურიდან თანამშრომლები შერჩევით გაათავისუფლეს. საქმში კი ბრალს ამავე სამსახურის უფროსს ზაზა გურგენიძეს ადანაშაულებენ.

”ჩვენ სამსახურიდან უკანონოდ დაგვითხოვეს. ამის მთავარი მოქმედი პირი ზუგდიდის საბადრაგო სამსახურის უფროსი ზაზა გურგენიძე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ლალი მოროშკინა არიან. სწორედ მათ მიერ არის ”სამსახურში დასატოვებელთა” სიები წინასწარ შედგენილი. ამ სიებში ყველა ის ადამიანი დატოვეს, ვინც მათ ან ენატესავებოდათ ან სულაც, მეგობრებმა სთხოვეს. ამ ფაქტს ასე არ დავტოვებთ. ქუჩაში გამოვალთ და საპროტესტო აქციებს გავმართავთ”-აცხადებენ სამსახურიდან გათავისუფლებული ყოფილი ბადრაგები.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge საბადრაგო სამმართველოს ზუგდიდის განყოფილების უფროსს ზაზა გურგენიძეს დაუკავშირდა, რომელმაც სამსახურიდან 26 თანამშრომლის გათავისუფლება დაადასტურა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ შერჩევითობის პრინციპს ადგილი არ ჰქონია.

”ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით წარიმართა. საბადრაგო სამსახურის ორმოცდაერთივე თანამშრომელმა გაიარა შესაბამისი ტრენინგები თბილისში, რის შემდეგაც ჩატარდა ტესტირება და გასაუბრება. მხოლოდ 15-მა ადამიანმა გადალახა ბარიერი და დაიმსახურა აღნიშნულ სამსახურში დარჩენა. აქ არც მე და მინდა გითხრათ, რომ არც ქალბატონი მაროშკინა არაფერ შუაშია. ყველაფერი გადაწყვიტა მხოლოდ და მხოლოდ ტესტირებამ. ყოფილ თანამშრომელთა ასეთი ბრალდებები მართლა გამაოგნებელია და ძნელია ამაზე კომენტარის გაკეთება”-განაცხადა საბადრაგო სამსახურის უფროსმა ზაზა გურგენიძემ.

ყოფილი ბადრაგები ზუგდიდში საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან, თავად საბადრაგო სამსახურის უფროსი კი ტესტირების მოლოდინშია. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა შესარჩევი ტესტირების ჩაბარება მასაც მოუწევს.

 

სხვა ახალი ამბები: