Exclusive: მაშველები ”ტობავარჩხილში” ხრამში გადავარდნილ ქართველ ტურისტს ეძებენ

0

lashqrobaწალენჯიხის რაიონში ტობავარჩხილის ტბასთან ხრამში გადავარდნილ ერთ ტურისტს, რომელიც ლაშქრობაზე იმყოფებოდა მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ტურისტული ჯგუფი თბილისიდან ჩხოროწყუს რაიონის მიმართულებით 5 აგვისტოს გამოემგზავრა.  ხრამში ჩავარდნილი თბილისელი ტურისტის დასახმარებლად ადგილზე ჩასულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის თანამშრომლები. მაშველთა ჯგუფები უკვე ადგილზე მუშაობენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყარო შემთხვევის ადგილიდან იტყობინება  ხრამში ჩავარდნილი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

tobavrch“ტობავარჩხილის” ტბამდე მისაღწევად მოლაშქრეებს უამრევი დაბრკოლების გადალახვამ მოგვიწია. ნისლი გადაადგილებას უშლიდა ხელს, ბურუსი ხილვადობას ართულებდა, მოყინული ქვები დასრიალებას იწვევდა და რამდენჯერმე მოლაშქრეებმა მხოლოდ ერთმანეთის დახმარებით შევძელით გადარჩენა. ბურუსით მოცული იყო ”ტობავარჩხილის“ ტბა. რამდენჯერმე დაბრუნებაც ვცადეთ, თუმცა საბოლოოდ ყველაფრის მიუხედავად გზის გაგრძელება გადავწყვიტეთ და მოხდა ეს უბედურება”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

 

სხვა ახალი ამბები: