EXCLUSIVE: მეგის ქარდავას ბაბუა ისააკ ქარდავა საკუთარ შვილიშვილზე საუბრობს (VIDEO)

1

kardavaსამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ბაბუა ისააკ ქარდავა თვლის, რომ მისი შვილისშვილი უდანაშაულოა და ის ბრალდებები, რომელიც მას აქვს წაყენებული იმ პირების მიერ არის მოგონიული, ვისაც მეგის ქარდავა არ ინდობდა.

“ჩემი შვილიშვილი მეგისი ყოველთვის გამოირჩეოდა წესრიგის დაცვითა და გამორჩეული დიციპლინით. ბავშვობაში ჩემს შვილიშვილს მე თვითონ ვუწერდი დღის წესრიგს. ის დროზე ბრუნდებოდა სკოლიდანაც, რადგან გაფრთხილებული მყავდა, რომ ქუჩაში სხვა ბავშვებთან არ ეთამაშა. მეგის ქარდავას ყველაფერი იმ ადამიანებმა მოუგონეს, რომლებსაც მისი პირადი ინტერესები ჰქონდათ. ის ებრძოდა და არ ინდობდა ქურდებს, ყაჩაღებს და ნარკომანებს. მან მოსპო ზუგდიდში უწესრიგობა და თან ბევრი მტერიც გაიჩინა ამით. ახლა კი ყველა მას ებრძვის და ტყუილებს აბრალებს”-აცხადებს მეგის ქარდავას ბაბუა ისააკ ქარდავა.

ყოფილი პროკურორის ისააკ ქარდავას განცხადებით მეგის ქარდავა სამხედრო პოლიციის უფროსობის შემდეგ არ უნახავს. მან არც ის იცის თუ სად და ვისთან აფარებს თავს მისი აღზრდილი შვილიშვილი.

“ბოლოს მეგისი ვნახე როცა ის თბილისში მუშაობდა. მას მერე მასთან კონტაქტი არც სატელეფონო საუბრებით მქონია. სისულელე და გამოგონილია ის, რომ თითქოს მეგის ქარდავა წალენჯიხის რაიონის სოფელ სქურს აფარებს თავს”

ისააკ ქარდავასგან განსხვავებით მეგის ქარდავას მამიდა ლუიზა ქარდავა-აქუბარდია დარწმუნებულიია, რომ მეგის ქარდავა საკუთარ სიმართლეს მალე დაამტკიცებს, თუმცა არც მან იცის მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ლუიზა ქარდავა აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს მეგის ქარდავა სქურში იმალება.

მეგის ქარდავას ბაბუის ისააკ ქარდავას და მამიდის, ლუიზა ქარდავას ინტერვიუებს საინფორმაციო სააგენტო smo.ge ექსკლუზიურად გთავაზობთ.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: