EXCLUSIVE: მეგის ქარდავას გალის რაიონში აფხაზური ATC ლობირებს?!

0

MEGISსამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფლი მაღალჩინოსნები მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა თავს ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებენ. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სანდო წყაროს ინფორმაციით კოდუა და ქარდავა გალის რაიონის სოფელ ჩეღალს აფარებენ თავს, რომელიც სოფელ საბერიოს გარეუბანია.

“თავდაპირველად მეგის ქარდავამ საქართველო ახალაიებთან ერთად დატოვა და ისინი პოლონეთში გაემგზავრნენ, სადაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ. თუმცა ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა, რადგანაც მანქანა, რომლითაც პოლონეთში ყოფილი მაღალჩინოსნები გადაადგილდებოდნენ ააფეთქეს პოლონეთში და თავად ისინი ამას ე.წ “კანონიერ ქურდებს” აბრალებდნენ. ჯიპი, რომლითაც ახალაიები და მეგის ქარდავა დადიოდნენ პოლონეთში, ეკუთვნოდა კიდევ ერთ მაღალჩინოსანს გ.უ-ს. ამის შემდეგ ახალაიებისა და ქარდავას ჯგუფი დაიშალა. ახალაიები გერმანიაში გადავიდნენ და ქარდავამ თავი თურქეთს შეაფარა. მოგვიანებით, როგორც კი ბაჩო ახალაიამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, მისმა ძმამ დათა ახალაიამ და სოსო თოფურიძემაც გეზი თურქეთისკენ აიღო”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

წყაროს განცხადებით მეგის ქარდავა თურქეთიდან აფხაზეთის მიმართულებით ძალიან ხშირად გადაადგილდებოდა და ამისთვის ის საზღვაო ტრანსპორტს ირჩევდა. ძირითადი დასაყრდენი აფხაზეთის ტერიტორიაზე მეგის ქარდავას ე.წ აფხაზეთის ანტიტერორისტული ცენტრის (ATC)  ხელმძღვანელი ჰყავდა, რომელთანაც პროტექცია წალენჯიხის კუდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ზაალ ღურწკაიამ გაუწია. smo.ge-ს წყაროს ცნობით ე.წ აფხაზური ATC-ს შეფი ზაალ ღურწკაიას ენათესავება და ის მისი ბიძაშვილის მეუღლეა.

მეგის ქარდავა აფხაზეთში ყოფნის პერიოდში თავიდან, როცა მასზე ოფიციალური ძებნა არ იყო გამოცხადებული თავისუფლად გადაადგილდებოდა წალენჯიხის სოფლების, ფახულანისა და ლიის ტერიტორიაზე. ის შეხვედრებს აწყობდა თავის თანამზრახველებთან იმ სახლში, სადაც ადრე აწგარდაცვლილი ბადრი ზარანდია აფარებდა თავს. შეხვედრებისთვის კი ღამის საათები ჰქონდათ დათქმული.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ინფორმაციით მეგის ქარდავა და მასთან ერთად მყოფი რვა პირი ისევ გალის რაიონის სოფელ ჩეღალში იმყოფებიან, თუმცა მან ზუსტად არ იცის კონკრეტულად ვის სახლს აფარებენ თავს. აქვე ცნობილი ხდება ისიც, რომ გალის რაიონში საკუთარი სახლი აქვს წალენჯიხის კუდის ყოფილ უფროსს ზაალ ღურწკაიასაც, რომელიც წარმოშობით გალელია.

“თავშესაფარად მის სახლ-კარსაც იყენებენ. ზაალ ღურწკაიას გალში ძალიან დიდი და ფეშენებელური სახლი აქვს. მეგის ქარდავას როგორც ამბობენ თან ჰყავს 8 კაციც, რომლებიც 24 საათი მასთან ტრიალებენო. მეგისი თვითონ ამბობსო, რომ  თავს ავიფეთქებ და ამ ხელისუფლებას ცოცხალი არ ჩავბარდებიო. მასთან ერთად იმყოფება სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე კოხტა კოდუაც, რომელსაც არანაკლები დანაშაულობები აქვს ჩადენილი ვიდრე მეგის ქარდავას.”-აცხადებს წყარო.

სხვა ახალი ამბები: