Exclusive: რატომ ესროლა თენგიზ ჯგუშიამ მერაბ ქვარაიას?-რა მოხდა დღეს სოფელ რიყეში

1

srolaინციდენტი მოხდა სოფელ რიყეში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც სოფელ რიყეს გამგეობაში იმყოფებოდნენ თავს დაესხა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამეგრელოს ხმის” დამფუძნებელი, ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია, რომელიც გამგეობის თანამშრომლებს უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა.

”თენგიზ ჯგუშია გიჟივით შევარდა გამგეობის შენობაში და უეცრად ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ქვარაიას. ამის შემდეგ ფეხაკრეფით გავარდა ისევ გარეთ. ჯგუშიას უკან მიყვნენ თანასოფლელები და პასუხს სთხოვდნენ იმ ქმედებაზე რაც მან ჩაიდინა. ჯგუშიამ იქვე ეზოში აიღო თოხი და ხალხს ამ თოხით მოსდევდა. ამის შემდეგ  გამგებლის მოადგილე და მასთან მყოფი გამგეობის ორი თანამშრომელი მივიდნენ მასთან. ისინი ეკითხებოდნენ თუ რა მიზეზით გაარტყა მან ხელი გამგებლის მოადგილეს. ამასობაში თენგიზ ჯგუშიამ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და მერაბ ქვარაიას ფეხებში ესროლა. გამგეობის თანამშრომელმა თენგიზ ქობალიამ ყვირილი დაიწყო რას შვრები კაცს კლავო და ამ დროს ქობალიასაც დაუმიზნა იარაღი და აფრთხილებდა ხმა გაკმინდე და ახლოს არ მოხვიდე თორემ მოგკლავო. იქ რაც მოხდა დღეს ეს იყო რაღაც სასწაული. მთელი სოფელი გაოგნებულია”აცხადებს smo.ge-ს წყარო.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ინფორმაციით ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციაში მიმდინარეობს იმ პირების დაკითხვა, რომლებიც მონაწილეობდნენ დღევანდელ ინციდენტში. პოლიციაში ჯერჯერობით ამ ფაქტის შესახებ კომენტარებს არ აკეთებენ.

smo.ge-ს ინფორმაციით ჯერ არ დაუკავებიათ თენგიზ ჯგუშია. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კი სავარაუდოდ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.

სხვა ახალი ამბები: