EXCLUSIVE: სად მალავდა მეგის ქარდავას ჯგუფი იარაღს?!

0

iaragebiსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, სამეგრელოში და კონკრეტულად ზუგდიდში წინასაარჩევნოდ ყოფილი ხელისუფლების მიერ შემოზიდულ იქნა უამრავი საბრძოლო მასალა, რომელის გამოყენებასაც ძირითადად დამარცხების შემთხვევაში გეგმავდნენ. სამეგრელოს რეგიონში სადამსჯელო ოპერაციებს სამხედრო პოლიციის შეფი მეგის ქარდავა ხელმძღვანელობდა. წყაროს ინფორმაციით სადამსჯელო რაზმები ძირითადად სოფლებში იმყოფებოდნენ, თუმცა ქალაქის გარეუბნებში არ ერიდებოდნენ ყოფნას.

-ძირითადად სოფლებში იყვნენ დაბანაკებულნი. სოფელ ოდიშში, ლიასა და ფახულანში, ასევე სოფელ ოდიშის უბანში, კალინინში. მათ ამორჩეული ჰქონდა თ სახლები, სადაც ჯგუფებად იყვნენ განაწილებულნი და იარაღსაც საგანგებო სამალავებში ინახავდნენ. მათთან ხშირად ჩნდებოდა მეგის ქარდავაც, რომლის დანახვაზეც ხალხი სახლში შერბოდა, რადგან დიდი ალბათობა იყო იმის, რომ არაფრის გამო დაეჭირე და მისი მორიგი მსხვერპლი გამხდარიყავი. არჩევნებამდე ეს  ხდებოდა თავისუფლად. არჩევნებში დამარცხების შემდეგ ეს ჯგუფები დაიშალნენ, თუმცა სოფელში ამბობდნენ, რომ იარაღის სამალავი ადგილზე დატოვეს.

-თქვენ ნამდვილად იცით, რომ მათი სამალავები ზუსტად იმ ტერიტორიაზე იყო, სადაც ისინი ცხოვრობდნენ?

-კი რა თქმა უნდა. კალინინში ყველა ამბობდა, რომ მათ ერთ-ერთი ადგილობრივი აკვალიანებდა. ისინი განაწილებულნი იყვნენ ასევე წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, იმ პიროვნების სიმამრის სახლში, რომელიც მათ კალინინში აკვალიანებდა. ამ პიროვნების სახელსა და გვარს ჯერ შეგნებულად არ ვასახელებ. მათ იარაღის არსენალი ჰქონდათ იმ სახლებში სადაც ისინი იყვნენ. დღეში სამჯერ ან უფრო მეტჯერ აკითხავდა მათი შეფი მეგის ქარდავა. იყო შემთხვევა სოფელში, როცა შეთვრნენ და სროლა ატეხეს. მთელი სოფელი შეშინებული იყო, თუმცა რას იტყოდნენ, როცა იცოდნენ რაც ხდებოდა.

-თქვენ ახსენეთ ასევე ქალაქის ტერიტორია, სადაც ასევე ჰქონდათ იარაღების სამალავი.

-დიახ. ეს ზუგდიდში, ყოფილი მახარაძის, ამჟამად თავისუფლების ქუჩაზე ხდებოდა. მეგის ქარდავამ და მისმა ძმაბიჭებმა სპეციალურად შეიძინეს ისეთი სახლი, რომელსაც ე.წ “პოგრიბი” ჰქონდა. როგორც მაშინ გავიგეთ, სწორედ იქ მალავდნენ ისინი იარაღს.

-ვისი სახლი შეიძინეს წინასაარჩევნოდ ხომ არ იცით?

-ეს იყო ყოფილი პოლიციელის, ლექსო თოდუას სახლი თავისუფლების ქუჩაზე. ძალიან დიდი სახლია და ქვემოთ აქვს სამალავი. აქვე, ამ სახლში იყო განაწილებული 10 ადამიანი, რომლებიც იშვიათად გამოდიოდნენ სახლიდან, თუმცა ამ ქუჩაზე მცხოვრები ხალხისთვის ისინი შეუმჩნეველნი არ დარჩენილან.

-სამეგრელოში ხშირად ამბობენ, რომ მეგის ქარდავა ისევ სამეგრელოშია. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

-არ ვიცი ამ კითხვაზე როგორ გიპასუხოთ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. მეგის ქარდავა სამეგრელოში ვერ გაჩერდებოდა. ამბობდნენ, რომ ის სქურის ტყეში იმალება და თან ჰყავს შეიარაღებული ხალხიცო, მაგრამ ეს უფრო მითს ჰგავს. ყველაზე დამაჯერებლად ერთი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია ჟღერს. ანუ მეგის ქარდავა სავარაუდოდ იმალებოდა თავიდან ნათესავებთან, რომელიც მრავლად ჰყავთ ქარდავებს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიასა და ფახულანში. ამ ტერიტორიიდან ის ადვილად გადაადგილდებოდა გალის რაიონშიც.

-გალის რაიონში ვისთან შეიძლება დარჩენილიყო?

-ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მას წალენჯიხის “კუდ”-ის ყოფილმა უფროსმა ზაალ ღურწკაიამ საკუთარ სახლში შესთავაზა ცხოვრება და ალბათ უფრო იქ.

-წალენჯიხის “კუდ”-ის ყოფილი უფროსი გალელია?

-კი რა თქმა უნდა. ზაალ ღურწკაია გალის რაიონის მკვიდრია.

სხვა ახალი ამბები: