EXCLUSIVE: “საიდუმლო სამალავებთან შესაძლოა მოძალადეთა მძევლებიც იყვნენ დამარხულნი”

0

ucnobiსაიდუმლო სამალავი და მიწის ქვეშ გათხრილ გვირაბში ძირითადად პატიმრები და ის ბიზნესმენები ჩაჰყავდათ, რომლებსაც გარკვეულ თანხას სძალავდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ექსკლუზიური აუდიო ჩანაწერი მოიპოვა. ჩანაწერში ინტერვიუერი ჰყვება იმ დეტალებს თუ ვინ ხელმძღვანელობდა საიდუმლო სამალავებს და რა კატეგორიის ადამიანებს ამწესებდნენ ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში აღმოჩენილ მიწისქვეშა სამალავებში. სწორედ ამ სოფელიდან აიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე მეტი ეჭვმიტანილი.

-ის სოფელი და საიდუმლო სამალავი, რომელიც თქვენ გადაიღეთ, იყო ბუდე ასეთი აღვირახსნილობის. სწორედ ეს არის ის სამალავი, სადაც განურჩევლად სქესისა, ქალებსა და მამაკაცებს ყოფილი მაღალჩინოსნები და მათი ამბსონები აუპატიურებდნენ.

-რა კატეგორიის ხალხი დაჰყავდათ მიწისქვეშა სამალავებში ყოფილ სამართალდამცავებს?

-ესენი იყვნენ ძირითადად პატიმრები, რომელთა დაკითხვა და ძალდატანებითი აღიარება არარსებული საქმეებისა ხდებოდა ამ გვირაბში. სამართალდამცავებს ჰქონდათ შემუშავებული ასეთი წესი. საკნიდან გაიყვანდნენ პატიმარს, თავზე წამოაცვამდნენ ტომარას, თვითონ გამტაცებლებიც ნიღაბს ჩამოიფარებდნენ, რომ მერე არ ამოეცნო მის მსხვერპლს. დიდიხნის განმავლობაში ატარებდნენ ერთ წრეში გატაცებულს, რომ ეფიქტა შორი მანძილი გაიარეს. ამის შემდეგ ჩაიყვანდნენ ამ სამალავში და ჯოჯოხეთურად აწამებდნენ სანამ არ აღიარებდა “დანაშაულს”

-გარდა პატიმრებისა კიდევ რა კატეგორიის ხალხი იზიარებდა მათ ბედს?

-ადგილობრივი ბიზნესმენები, ვინც ჩამოდიოდა საკუთარ სახლში და იცოდნენ, რომ მას ფული ჰქონდა. ისეთივე წესებით მიყავდათ ბიზნესმენებიც, როგორც ეს პატიმრების შემთხვევაში ხდებოდა. ნუ დაიჯერებთ იმას, რომ ყველა გატაცება ფიქსირდებოდა გალში, როგორც ამას ხშირად ნაციონალური ტელევიზიები გადმოსცემდნენ. ეს არის აფსურდი. ყველა ფულიანი, უბრალო მეწარმეც და ბიზნესმენიც იქ მიჰყავდათ.

-ანუ იქ მიიყვანდნენ, ვიდეოფირზე გადაიღებდნენ მათ აღიარებას ან თუნდაც ბიზნესმენების შემთხვევაში ოჯახისგან თანხის მოთხოვნას. ამის მერე რა ხდებოდა?

-ლოგიკურად ხდებოდა ის, რაც უნდა მიეღოთ. პატიმარს ძალის გამოყენებით და წამებით აღიარებინებდნენ თავის ე.წ “დანაშაულს”, რომელსაც ვერაფრით ვერ გადათქვამდა, რადგანაც აღიარებითი ჩვენება მათ ვიდეოფირზე ჰქონდათ აღბეჭდილი. ამ გზით ვინ მოსთვლის რამდენს მიაკერეს ტერაქტები და ასაფეთქებლების დადება ამა თუ იმ ადგილას. რაც შეეხება ბიზნესმენებს, მათ გადაუღებდნენ ვიდეოს, გაუგზავნიდნენ ამ ფირს ოჯახს და აწერდნენ ფულებს. აი ეს იყო ყოფილი ხელისუფლების “მიღწევები”

-რაიმე განსაკუთრებული ფაქტის შესახებ თუ გაგიგიათ? რა ხდებოდა ამ სამალავში და როგორ აწამებდნენ უდანაშაულო ადამიანებს?

-ის რაც იქ ხდებოდა ეს იყო გაუგონარი სისასტიკე. ამის განმეორებაც და წარმოდგენაც კი შიშს და ზიზღს იწვევს. როგორც ვიგებთ, იყო შემთხვევები, როდესაც პატიმართან ერთად მისი მეორე ნახევარიც ჩაყავდათ სამალავში და ერთმანეთის წამებას აყურებინებდნენ. აყურებინებდნენ იმას თუ როგორ აუპატიურებდა პატიმრის მეუღლეს ე.წ სამართალდამცავი, სინამდვილეში კი მოძალადე. ყველაფერი ფირებზე ასახეს და ისიც საგანგებოდ შემოინახეს. ალბათ ამითაც რაღაც საქმეს გააკეთებდნენ.

-ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი…

-მოსასმენად მძიმეა და თქვენ წარმოიდგინეთ რა იქნებოდა და რა დღეში იქნებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აუპატიურებდნენ და აწამებდნენ. ასეთი ადამიანები კი არა ერთი და ორი, არამედ ასობითაა. ქართველი ხალხი გაანადგურა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. კიდევ იცით რას გეტყვით? ის ადგილები სადაც მიწისქვეშა სამალავებია ნაპოვნი ბევრი შემოაკვდებოდათ ალბათ წამებაში. ის ადამიანები, რომლებიც დაიკარგნენ უგზოუკვლოდ და დღემდე არ ჩანან, გამორიცხული არ არის, რომ შემოაკვდათ. გამორიცხული არც ის არის, რომ იმავე ადგილებში, სადაც სამალავებია გაკეთებული, ბევრი მოკლული მძევალიც იყოს დამარხული.

სხვა ახალი ამბები: