Exclusive: სენაკის სამხედრო ბაზიდან კაპრალი ლევან შაკაია დაიკარგა

0

samxedro bazaსენაკის სამხედრო ბაზიდან უგზოუკვლოდ დაიკარგა ჯარისკაცი. ჯერჯერობით არავინ იცის თუ სად გაქრა უცაბედად გალის რაიონის სოფელ აჩიგვარას მკვიდრი ლევან შაკაია. ახალგაზრდა ჯარისკაცის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან ლევან შაკაიას ოჯახის წევრებმაც. ლევანის დედა და ძმა აცხადებენ, რომ  ის 8 მაისის მერე დღემდე არც ოჯახის წევრებს და არც მის მეგობრებს უნახავთ.

“ლევანი მოწამლული იყო, რაღაც საჭმელმა აწყინა და დილით იქვე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში ნაბეღლავისა და სნიკერსის საყიდლად შევიდა. იყიდა მინერალური წყალი და სნიკერსი და იმის მერე ლევანი არავის უნახავს. გაქრა და არავინ იცის თუ სად გაქრა,”-აცხადებენ ლევან შაკაიას მშობლები.

შგახსენებთ, რომ ლევან შაკაია აფხაზეთიდან დევნილია და ის ოჯახთან ერთად ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში ცხოვრობს. როგორც ლევანის ოჯახის წევრები ამბობენ, ახალგაზრდა ჯარისკაცი უკვე შვიდი წელია ქართულ ჯარში მსახურობს. თავდაპირველად ლევან შაკაია ბათუმის, შემდეგ ქუთაისის სამხედრო ბაზაზე და ბოლო 3 წლის განმავლობაში სენაკის სამხედრო ბაზაში მსახურობდა. კაპრალი ლევან შაკაია იმყოფებოდა ერაყსა და ავღანეთში. ნათესავებისა და ოჯახის წევრების განცხადებით ის ისევ აპირებდა ავღანეთში გამგზავრებას.

თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულ ფატთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

სხვა ახალი ამბები: