EXCLUSIVE: სექსუალური ძალადობის ფაქტები სოფელ ნარაზენში

0

dzaladobaაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/gaupatiureba.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მოსახლეობა სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ადგილობრივის გ.ბ-ს ლინჩის წესით გასამართლებას ცდილობს, თუმცა მის სახლ-კარს ადგილობრივი სამართალდამცავები ამ წუთებშიც იცავენ.

საქმე ეხება გაუპატიურების ფაქტებს, რომელზეც ჯერჯერობით გამოძიება მუშაობს. პირველი ინფორმაცია ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ სარწმუნო წყაროსგან მიიღო. წყაროს ინფორმაციით ნარაზენის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე გ.ბ ამავე სკოლის მეორე-მესამე კლასის მოსწავლეებს აუპატიურებდა. გაუპატიურებულ მოსწავლეებს შორის ბიჭები სჭარბობენ.

როგორც ნარაზენის სკოლის დირექტორი ლალი ჩაჩიბაია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს გ.ბ კარგი ყოფაქცევითა და სიბეჯითით გამოირჩეოდა. რომ არა სკოლის დარბაზში ორ მოსწავლეს შორის საქმის გარჩევის ფაქტი, სოფლის მოსახლეობა სექსუალური ძალადობის შესახებ ვერაფერს გაიგებდა. გაუპატიურებულმა მოზარდებმა თავიანთ მშობლებთან აღიარეს სექსუალური ძალადობის შესახებ და სწორედ ასე გაიხსნა საქმეც. საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ ნარაზენის სკოლის დირექტორის ლალი ჩაჩიბაის სატელეფონო ინტერვიუს სრულ ჩანაწერს.

სხვა ახალი ამბები: