Exclusive: ”ქართული ოცნების” კოორდინატორი სამეგრელოს რეგიონში ხვიჩა ჟიშკარიანი ხდება

0

ocnebaსაკადრო ცვლილებებია დაგეგმილი კოალიცია ”ქართული ოცნებაში” . საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყაროს ცნობით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში კოალიციის კოორდინატორი ხდება ხვიჩა ჯიშკარიანი, რომელიც ამ დრომდე ”სუს”-ის სამეგრელოს მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. წყაროს ცნობით სავარაუდოდ ხვიჩა ჯიშკარიანი გაიოზ მონიავას ადგილს დაიკავებს. თავაზ გაიოზ მონიავა კი ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანამდებობაზე იქნება ”ქაღტულ ოცნებაში”, თუმცა ის ისევ ამავე პარტიაში რჩება.

მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს დაუდასტურა ჯერჯერობით მოქმედმა სამეგრელოს კოორდინატორმა გაიოზ მონიავამ.

”ჯერჯერობით შესაბამისი ბრძანებულება ამის შესახებ არ დაწერილა, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი სახის საკადრო ცვლილებები ნამდვილად არის დაგეგმილი”-განაცხადა გაიოზ მონიავამ.

სხვა ახალი ამბები: