facebook-ში გამოქვეყნებული განცხადება დათა ახალაიას ეკუთვნის

0

546152_103993073134236_1434679706_nრამდენიმე წუთის წინ კუდის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაზე ინფორმაცია არ აქვთ მისი ოჯახის წევრებს თუმცა ადვოკატი დათა ახალაიას განცხადების ნამდვილობას ადასტურებს ადვოკატს. დათა ახალაიას რძალი ანი ნადარეიშვილი პრესასთან აცხადებს, რომ მან ამ განცხადებასთან დაკავშირებით არაფერი იცის, გამომდინარე აქედან ის ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს იმას, რომ ეს განცხადება ნამდვილად დათა ახალაიას მიერ არის გამოქვეყნებული.

“მეც თქვენსავით გაურკვევლობაში ვარ. არ ვიცი რამდენად არის ნამდვილი განცხადება, რომელიც გავრცელდა”, – აცხადებს ანი ნადარეიშვილი

რამდენიმე წუთის წინ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-თან სატელეფონო კომენტარში დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელ facebook-ში გამოქვეყნებული განცხადების ნამდვილობას ადასტურებს.

“დიახ ვადასტურებ, რომ აღნიშნული განცხადება დათა ახალაიას მიერ არის გამოქვეყნებული”-აცხადებს ზაქარეიშვილი.

სხვა ახალი ამბები: