facebook-ში გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას მამიდის სკანდალური მიმართვა გავრცელდა

0

kortavaგეგუთის ციხეში 14 მაისს გარდაიცვლილი 24 წლის ლევან კორტავა მამიდა ფებუქის გვერდძე არჩილ კბილაშვილს სოზარ სუბარს და ეკა ბესელიას ღია წერილით მიმართვას. ხათუნა კორთავას განცხადებიტ ლევან კორტვას გარდაცავალებაში ციხის ადმინიტრაციის კონკრეტულ თანამშრომლებს ადანაშაულებს. ხათუნა კორთავა ხელიუფლებას აფრილებს და „გადამყვეტი ნაბიჯებისთვის“ ერთკვირიან ვადას აძლევს. ინფორმაციით, კორტავა პატიმრებს შორის შელაპარაკების მსხვერპლი გახდა.

“დრო გადის, მაგრამ ჩემი შვილის -ციხეში მოკლული 24 წლის ლევან კორტავას საქმის შესახებ ჯერ ჯერობით გაურკვევლობაა. მივმართავ საქართველოს გენ.პროკურორს არჩილ კბილაშვილს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საქმეთა მინისტრს სოზარ სუბარს, ქალაქ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს , ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას. სად არის თქვენი შეპირებული სამართალი? თუ ისტორიები მეორდება და წინა ხელისუფლების მსგავსად ლევანის მკვლელებსაც გამოუჩნდნენ პროტეჟეები?მაშინ რატომ გიკვირდათ წინა ხელისუფლების გაუხსნელი საქმეები?

სუბარი აცხადებს, რომ ამას გამოძიების შემდეგ იტყვის, კბილაშვილი აცხადებს, რომ 24 წლის პატიმრის ლევან კორტავას სიკვდილს არავის აპატიებს. ბესელია გვპირდებოდა, რომ უკანონოდ დაპატიმრების ამბებს ფოთიდან მიყვებოდა და ამას საკუთარ თავზე აიღებდა. გეკითხებით სამივეს-რა გააკეთეთ ამ ხნის განმავლობაში და რა პასუხს გამცემთ?
სიმართლე ყველამ ვიცით, ჩემიდან დაწყებული. იცით, რომ ამ საქმეში ციხის ადმინისტრაციაა გარეული,რადგანაც გეგუთის ციხეში მიყვანიდან ორ საათში მოსპეს ბავშვი. არაფერი რომ არ ვთქვა იმაზე, რომ დაგვიანებით იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში.ციხის მაშინდელ უფროსს მალხაზ სინაურძეს გააჩნია საკმაოდ გავლენიანი ნაცნობ-ნათესაობა ამჟამინდელი მთავრობის წევრებთან და მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სწორედ მის მიერ ხდება ამ საქმის დაბლოკვა.აბა რა იქნა ასეთი გამოუძიებელი ციხის ერთ ოთახში მომხდარი მკვლელობა?თუ ამასაც იმდენი დრო უნდა , რამდენიც ყოფილი მთავრობის ცნობილ გაუხსნელ საქმეებს. თუ ეს ასე იქნებოდა, მაშინ რაღა საჭირო იყო ყბადაღებული რიტორიკა სამართალზე, რომელშიც თურმე ახლა ვცხოვრობთ. თუ სამართალი მხოლოდ შერჩევითი იქნებოდა, მაშინ რაღა შეიცვალა?
სუბარის განცხადებით ციხეებს არ ყავს მაყურებლები. მე გისახელებთ გვარებს-გეგუთის ციხის მაყურებლები არიან კვანტალიანი ლაშა და ყეველიშვილი ზვიადი, რომელთაც აქვთ უშუალო შეხება ამ საქმესთან და თუ თქვენ ვერ იძიებთ, მე გაძლევთ მიმართულებას.ციხის უფოსი მალხაზ სინაურიძე და მისი ბანდის წევრები -უსაფრთხოების უფროსი, რეჟიმის უფროსი, ოპერი დღესაც თავისუფლად დათარაშობენ ქუჩებში, ეს ის ადამიანები არიან , ვისაც უშუალო წვლილი მიუძღვით ჩემი შვილის მკვლელობაში.საქმე გადაღეჭილია, რატომ არ იმყოფებიან ეს ადამიანები წინასწარ პატიმრობაში? თუ სანამ სასამართლო არ ჩატარდება ლევანის მკვლელებმა უნდა იპარპაშონ? და სასამართლოზეც ალბათ პირობით გაანთავისუფლებენ მკვლელებს.
ვაფრთხილებ ყველას!!!გაძლევთ ერთ კვირას,თუ არ გადაიდგმება გადამწყვეტი ნაბიჯი, მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას, მოვიწვევ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიმართვას გავუკეთებ ყველა აკრედიტებულ ელჩებს საქართველოში,ჩავრევ ყველა დონის საინფორმაციო წყაროებს, რომლებსაც შევწვდები.
გპირდებით-მე თქვენ ,,გემრიელ” არჩევნებს არ ჩაგატარებინებთ!!! “- წერს კორტავა.

სხვა ახალი ამბები: