Fast Merried “კაზანტიპზე” და პატარა გოჭზე დაქორწინებული ახალგაზრდა ტურისტი

0

qorw2“კაზანტიპის” მუსიკალური ფესტივალის მეშვიდე დღეს ანაკლიაში ე.წ Fast merried-ის მორიგი რიტუალი გაიმართა. პროგრამის მიხედვით, ე.წ. Fast Married-ის ცერემონიას 10-დღიან ფესტივალზე 4 დღე ეთმობა.

სპონტანური ქორწინების რიტუალი “კაზანტიპის რესპუბლიკაში” პირველად 23 აგვისტოს ჩატარდა და მაშინ 78 წყვილი შეუღლდა. დღეს კი 60-ზე მეტმა წყვილმა იქორწინა.

პარალელურ სახელმწიფოში ადამიანები არამხოლოდ ერთმანეთზე, არამედ ოთხფეხა შინაურ ცხოველებზეც ქორწინდებიან. ერთ-ერთი ტურისტი უკრაინიდან პატარა გოჭზე დაქორწინდა, რომელმაც ჯერ კიდევ გუშინ მისთვის საქორწინო ბეჭედიც შეიძინა. ტურისტის განცხადებით, სწორედ პატარა გოჭია მისი ცოლი და ძალიან უყვარს. მას სახელიც შეურჩია.პატარა გოჭს ნატაშა ჰქვია. qorw1 “კაზანტიპზე” დაქორწინებულებს შესაბამისი მოწმობები სპეციალირი სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს.

Fast Married-ის ცერემონიის პარალელურად, ანაკლიაში ფეხბურთის ტურნირი დაიწყო, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობს. ფინალი “კაზანტიპის” თასის მოსაპოვებლად 29 აგვისტოს გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: