“FBI-ს ზურაბ ჟვანიას თავზე არსებული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ შეუსწავლია”

0

usu_6პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, „FBI”-ს ექს–პრემიერ ზურაბ ჟვანიას  თავზე  არსებული დაზიანებების  შესახებ ინფორმაცია  არ  შეუსწავლია.

როგორც უსუფაშვილმა დღეს  „პირWელის“ პრეს-კლუბში  სტუმრობისას განაცხადა, „საჭირო და  აუცილებელია,  ჟვანიას საქმე, რაც  შეიძლება, სწრაფად იქნას  გამოძიებული“.

„მე მაქვს  არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ის, რომ ზურაბ  ჟვანიას თავის  არეში დაზიანებები  ჰქონდა, „FBI”–ს მსჯელობის  საგანი არ  ყოფილა და ამაზე მათ  დასკვნაში არაფერი წერია. ჩემი  აზრით, საჭირო  და  აუცილებელია, გამოძიება მალე დასრულდეს.  გასული 9  წლის განმავლობაში რატომ არ  საჯაროვდებოდა  გამოძიების შედეგები  – ყველასთვის  ნათელია, თუმცა უკვე  1  წელია, ხელისუფლებაში ჩვენ ვართ, მასალების  შესასწავლად  საკმარისი პერიოდი გავიდა და ახლა ველოდები, რომ  საგამოძიებო მოქმედებები მალე  ჩატარდება“- განაცხადა უსუფაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: