Freedom House: “საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუმჯობესდა”

0
Freedom_House_8561რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხის შეფასება ერთი წლის წინანდელი 4,75-დან 4,68 ქულამდე გაუმჯობესდა.
2012 წელს კი იგივე ორგანიზაცია საქართველოში დემოკრატიის ხარისხს 4,82 ქულით აფასებდა.
ანგარიშის ავტორების განმარტებით, შეფასების 7-ქულიან სისტემაში 1-იანი ყველაზე მეტ პროგრესს აღნიშნავს, 7-იანი კი ყველაზე დაბალ პროგრესს.
საარჩევნო პროცესი საქართველოში 4,5 ქულით ფასდება, სასამართლოს დამოუკიდებლობა – 5 ქულით, მედიის დამოუკიდებლობა – 4 ქულით.
2005 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში დემოკრატიის ხარისხის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს აქვს – ის 0,28 ქულით არის გაუმჯობესებული.

სხვა ახალი ამბები: