გაბათილებული ხმა და კომბინაცია 41/8 – ლაშა გოგია ზუგდიდში პირველი ტურის წარუმატებლობის მიზეზებს განმარტავს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია ბათილად ცნობილ იმ 2000-ზე მეტ ბიულეტინზე, რომელშიც ორი ნომერი 41/8 ერთად იყო შემოხაზული. გოგია აცხადებს, რომ სწორედ ამან განაპირობა მეორე ტურის საჭიროება.

ლაშა გოგია ღიად აცხადებს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” გამგებლობის კანდიდატმა გიზო სართანიამ ამომრჩევლები დააბნია. მისივე განცხადებით, სწორედ გიზო სართანია ეუბნებოდა სოფლებში შეხვედრაზე მოსულ მოსახლეობას, რომ “პატრიოტთა ალიანსი” და “ქართული ოცნება” ერთია.

“ჩვენი 2000-ზე მეტი ხმა გაბათილებულია, რადგან ზოგიერთი ამომრჩეველი ვერ გაერკვა და უმეტესობაში შემოხაზულია 8/41 ერთად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, გიზო სართანია, რომელიც “პატრიოტთა ალიანსს” წარმოადგენს, სოფლებში მოსახლეობას შეხვედრზე ეუბნებოდა, ჩვენ ერთნი ვართ და შემოხაზეთ 8, სწორედ ამან გამოიწვია ამდენი ბათილი ბიულეტინი და მეორე ტურზე გასვლა. იგივე მოხდა მაჟორიტარობის კანდიდატების არჩევნებზეც”,-აცხადებს “ქართული ოცნებიდან” წარდგენილი ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია.

ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი მმართველი გუნდიდან, დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში “ქართული ოცნების” ყველა კანდიდატი მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. “ყველა ის ხმა, რომელიც არჩევნებზე სხვადასხვა პარტიამ წაიღო, იმ ხმებს “ქართული ოცნება” წაიღებს”,-აცხადებს გოგია და იქვე დასძენს:

“ზუგდიდის გამგებლის არჩევნებზე 2068 გაბათილებული ხმა იყო. ეს ხმა ბათილი რომ არ ყოფილიყო, მეორე ტური არ შედგებოდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ზუგდიდში არჩევნები მოიგო”.

სხვა ახალი ამბები: