გაჩენილი ხანძრის შედეგად სოფელ ყულიშკარში ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ხანძრი გაუჩნდა ადგილობრივის, ველოდ ქვარაიას საცხოვრებელ სახლს. ხანძრის შედეგად სახლი მთლიანად დაიწვა. განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.

შემთხვევის ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი იმყოფებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ბრიგადა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით დაზარალებული ოჯახი მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ესაბამის დახმარებას უახლოეს ხანებში მიიღებს.

სხვა ახალი ამბები: