“გაცოცხლებული XIX საუკუნე” ზუგდიდში

0

ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ეზოში პროექტი „გაცოცხლებული XIX საუკუნე“ განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო სტენდები მე-19 საუკუნის ეკონომიკის, სპორტის, სოფლის მეურნეობის, სამართლისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ, ასევე სამეგრელოს სამთავროს სხვადასხვა ისტორიული ეპიზოდის თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა. ღონისძიება დასრულდა კონცერტით, სადაც ქართული ხალხური სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა.

პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მხარდაჭერით განხორციელდა.

სხვა ახალი ამბები: