გადამდგარი გამგებელი საკრებულოს დეპუტატებს დაემშვიდობა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დღეს ედიშერ თოლორაია ესწრებოდა. ყოფილმა გამგებლმა სხდომის თავმჯდომარეს ლაშა გოგია და სხდომის თითეულ წევრს მადლობა გდაუხადა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავი არასოდეს დაუზოგავს რეგიონში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად და მომავალშიც მზადყოფნა გამოთქვა ზუგდიდის კეთილდღეობისთვის საკუთარი წვლილი შეიტანოს. თოლორაიამ სხდომის წევრებისგან მისი გამგებლობის ბოლო ოთხი წლის შეფასება და შენიშვნები მოისმინა. განმუხურის ტაშის დაკვრის სურვილი მუნიციპალიტეტის გამგებლიმა ემზარ ახალაიამაც გამოთქვა თუმცა, როგორც მან განაცხდა ედიშერ თოლორაისა გამგებლობის დროს სოფელში არაფერი გაკეთებულა და ტაშის დასაკრავიც არაფერია.

„დარჩელი-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია.ცენტრალურ გზაზე საუბარი ზედმეტია, შიდა გზები დანგრეულია, კანალიზაციის მილები ლპება, სტადიონზე საუბარი ზედმეტია და გაზიპიკაციაც შეწყდა“-აღნიშნა მან.

შენიშვნის საპასუხოდ კი თილორაიამ განმუხურის გამგებელს შეახსენა , რომ ამ წლების განმავლობაში კომინიკაციაზე ის არ გამოსულა და აღნიშნული პრობლემების თაობაზე არ უსაუბრია. ასევე აღნიშნა რომ, ტენდერი დარჩელი- განმუხურის ხუთ კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციისთვის უკვე გამოცხადებულია.

“რაც შეეხება ხიდს თანხა გადმორიცხულია და მისი რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით 2017 წლის თებერვალში დაიწყება, გაზიფიკაცია კი სექტემბრის ბოლოს დაიწყება”

სხდომის დანარჩენმა წევრებმა დეპუტატს მოღვაწეობის ოთხი წელი დადებითად შეაფასეს და წარმატებები უსურვეს.

სხვა ახალი ამბები: