გადარჩენილი ხობელი მოზარდის სიცოცხლე და მშობლების მადლობა იაშვილის კლინიკის ექიმებს

0

ხობის რაიონის სოფელ ხეთის მცხოვრები, 16 წლის ნიკო ბარქაიას მშობლები, მათი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის მ.იაშვილის ბავშვთა  ცენტრალურ საავადმყოფოს სამედიცინო პერსონლას მადლობას უხდიან. ინფორმაცია ამის შესახებ PR ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლელა კიკალეიშვილმა მოგვაწოდა.

მოზარდი, 3 თებერვალს ქ. ზუგდიდიდან  რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პაციენტის თბილისამდე  ჩასვლის იმედი არავის ჰქონდა.

,,ერთ თვის განმავლობაში,  ნიკო სიცოცხლეს ებრძოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომაროება ძალიან კრიტიკული იყო, გადარჩენის შანსი კი, ძალიან მცირე. მ. იაშვილის სახელობის  სამედიცინო კლინიკის პერსონალი ამ დღეების განმავლობაში დაუღალავად იბრძოდა ნიკოს  სიცოცხლის გადასარჩენად. დღეს, რომ ჩვენი შვილი მკურნალობას განაგრძობს და ჩვეული ცხოვრების რიტმს უბრუნდება, ეს ამ  კლინიკის ექიმთა პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ, კრიტიკული განყოფილების უფროსს, ბატონ გია ბიბილაშვილს  და მის არაჩვეულებრივ  პერსონალს, ბავშვთა ქირურგებს:  ლევან ფერაძეს, მიხეილ კალატოზიშვილსა და  ლევან ხარაშვილს, მკურნალ ექიმს – ორთოპედ-ქირურგს თინათინ (მაცაცო) ანთაძეს და მთელ სამედიცინო პერსონალს. ამ დღეების განმავლობაში გამოჩენილი  სითბოსა და თანაგრძნობისათვის, დაუღალავი თავგანწირვისა და გვერდში დგომისთვის.  ექიმების ძალისხმევამ, ბრძოლამ, შემართებამ  და პროფესიონალიზმმა გადაარჩინა ჩვენი შვილი და მას ახალი სიცოცხლე აჩუქა.

თამამად უნდა ვთქვათ,  რომ მ.იაშვილის ბავშვთა კლინიკა ერთ- ერთი სამედიცინო ცენტრია, რომელსაც უნდა ენდოს ყველა  მშობელი, ვისაც სამედიცინო მკურნალობა და დახმარება სჭირდება.