გადაუღებელი წვიმის შედეგად სამეგრელო რამდენიმე მუნიციპალიტეტის ნაწილი დაიტბორა

0

გადაუღებელი წვიმის შედეგად სამეგრელო რამდენიმე მუნიციპალიტეტის ნაწილი დაიტბორა. მარტვილის სამ სოფელში ათობით სახლ-კარი და სახნავ-სათესი სავარგულები წყალმა დაფარა. ჩხოროწყუში ადიდებულმა მდინარეებმა ხიდ-ბოგირები წაიღო და გაანადგურა თხილის მოსავლის ნაწილი. გუშინ კი ფოთში ქალაქის ცენტრალური ნაწილის გარკვეული მონაკვეთი მთლიანად დაიტბორა, რამაც გადაადგილების პრობლემა შექმნა.

ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა. მერიის ინფორმაცით, სოფელ ჯიხაშკარში ორი საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა, ნარაზენში გზა ჩამორეცხა, ხოლო გრიგოლიშსა და ცაიშში ღელეები ადიდდა.