“გაიღე სისხლი-აჩუქე სიცოცხლე”-“ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის საქველმოქმედო აქცია

0

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”-ს ” ფოთის ორგანიზაციის ინიციატივით , ქალაქში სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქციაში მპგ “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრებთან ერთად პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ზვიად შუბითიძე, საჯარო სამსახურისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

აქციაზე 100 -მდე მოხალისე დონორმა გაიღო სისხლი, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება. ფოთში განხორციელებულ სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქციას სამედიცინო მომსახურება საქართველოს სისხლის ბანკის წარმომადგენლებმა გაუწიეს.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ფოთის ორგანიზაცია მსგავს აქციას მეორედ მართავს.

“ძალიან ხშირია შემთხვვევები,როდესაც სისხლის დეფიციტი იქმნება და ჩვენ ,ქართული ოცნების ფოთის ორგანიზაციამ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება ჩავრთულიყავით აქციაში გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე.მსგავსი საქველმოქმედო აქცია მომავალშიც განხორციელდება”-განაცხადა პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ.

სხვა ახალი ამბები: