„გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად” – ფოთში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სისხლის დონაციის აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა. აქციაზე 70-მდე მოხალისე დონორმა გაიღო სისხლი, რომელიც რეგიონის მასშტაბით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.

სისხლის დონაციის ააქციაში “ქართული ოცნების ” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრებთან ერთად მერიის სამსახურისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

ფოთში განხორციელებულ სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქციას სამედიცინო მომსახურება გაუწიეს სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა.

აქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა.

სხვა ახალი ამბები: