გალის რაიონის სოფელ მახუნჯიადან 48 წლის მამაკაცი გაიტაცეს

0

გალის რაიონის სოფელ მახუნჯიადან 48 წლის გ.ც. გაიტაცეს. ინციდენტი 4 დღის წინ მოხდა.როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ექვსმა პირმა მუქარით გაიყვანა. იმ დროისათვის, ოჯახში მამაკაცის ხანში შესული დედა და მეუღლე იმყოფებოდნენ. მათივე განცხადებით, გამტაცებლებმა დაიბარეს, რომ თუ 200 ათას რუსულ რუბლს არ გადაიხდიან, მამაკაცს ცოცხალს ვეღარ ნახავენ.

სხვა ახალი ამბები: