გალის რაიონის სოფელ მზიურში კობა კვეკვესკირის სახლი ააფეთქეს

0

დღეს დილის 4 საათზე უცნობმა პირებმა ააფეთქეს გალის რაიონის სოფელ მზიურის მკვიდრის კობა კვეკვესკირის კუთვნილი ორსართულიანი სახლი. ოჯახის წევრებმა, რომლებსაც სახლის მეორე სართულზე ეძინათ სახლი დროულად დატოვეს. აფეთქების დროს სახლში იმყოფებოდა ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც მეზობლების დახმარებით სიკვდილს გადაურჩნენ.

სახანძრო სამსახურის დაგვიანების გამო ცეცლი მოედო მთელ სახლს და მთლიანად განადგურდა. სახლის მეპატრონის განცხადებით, ჯერჯერობით გაურკვეველია აფეთქების მოტივი და მიზეზი. კვეკვესკირების ოჯახი საცხოვრებლად მეზობლებმა შეიფარეს.

სხვა ახალი ამბები: