გალის შეხვედრის დაწყებამდე ლუკავას ცოლი სუს-ს წარმომადგენლებს შეხვდა

0

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ენგურის ხიდზე დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია მივიდა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კახაბერ ქემოკლიძეს შეხვდა, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.

ბასარიას თქმით, მისი მეუღლე უკვე 55 დღეა, შეწყალებულია, თუმცა მისი საქართველოსთვის გადმოცემა ვერ ხერხდება.

ბასარია მთავრობას მისი მეუღლის გადმოსაცემად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას “ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება “ტყის ძმებთან” კავშირში ედება”. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათთვის უცნობია, თუ სად იმყოფება პატიმარი. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

სხვა ახალი ამბები: