გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

0

4-წლიანი წყვეტის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება. გაეროსა და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან ერთად ქართულმა დელეგაციამ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი დილის 11 საათზე გადაკვეთა.

დელეგაციის შემადგენლობაში სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი შედიან.

შეხვედრაზე 19 მაისს, ხურჩაში ე.წ. მესაზღვრის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს განიხილავენ. ქართულმა დელეგაციას  ენგურის ხიდზე კომენტარები არ გაუკეთებია. ირაკლი ბერაიას განცხადებით, მედიასთან აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

სხვა ახალი ამბები: