გალში ხუთმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს

0

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ხუთმხრივი შეხვედრა გალში მიმდინარეობს.

ქართულმა დელეგაციამ ენგურის ხიდი დილით გადაკვეთა, რომლის შემადგენლობაში შედიან: სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია,შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს თანამშრომელი და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და გაეროს სპეციალური წარმომადგენელები.

გალის შეხვედრები 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის 27 მაისს აღდგა.

სხვა ახალი ამბები: