გალში შეხვედრა მიმდინარეობს

0

ოკუპირებულ ქალაქ გალში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შექმნილი ჯგუფების რიგით მეშვიდე შეხვედრა მიმდინარეობს.

ქართულ მხარეს წარმოადგენენ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს წარმომადგენლები. მათთან ერთად იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ფორმატის ფარგლებში ბოლო შეხვედრა 2016 წლის 11 ნოემბერს გაიმართა.