“გამარჯვების შემდეგ მეგრულადაც გიმღერებთ”- სანდრა რულოვსი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს (ვიდეო)

0

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში ერთ მეგრულ სიმღერასაც პირდება. აღნიშნულთაან დაკავშირებით მან დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში სტუმრობისას განაცხადა.

“მა თქვან ნოსა ვორექ. ჩქიმ დიანთილ ხოლო მარგალურ რე”-მიმართა სანდრა რულოვსმა ადგილობრივებს და ბოლოს დაამატა, რომ მეგრულადაც მალე იმღერებდა.

სოფელ ოდიშის შემდეგ რულოვსმა სოფელ დარჩელში გადაინაცვლა. დარჩელში მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივ ამომრჩევლებს შეხვდა. ყოფილმა პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ძლიერი ძალაა, რომელიც ყველა დაპირებას ასრულებს, მათ შორის “ლაზიკის” პროექტს განაახლებს და ფოთი-ბათუმის მიმართულებით ავტობანის მშენებლობასაც დაიწყებს.

სხვა ახალი ამბები: