გამგებლის ახალი ინიციატივა – წარჩინებული სტუდენტები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლაშა გოგიამ დღეს გამართულ საანგარიშო შეხვედრაზე ახალი ინიციატივა გააჟღერა. ზუგდიდის მერია ამიერიდან, ოთხი წლის განმავლობაში წარჩინებულ სამ სტუდენტს ყოველწლიურად დაუფინანსებს, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას.

ამასთანავე, როგორც ზუგდიდის გამგებელმა აღნიშნა, დაფინანსებულ სტუდენტებს ექნებათ ვალდებულება 2 წლის ვადით იმუშაონ ზუგდიდის მერიაში.

ლაშა გოგიას განცხადებით, ზუგდიდის მერია სამომავლოდ, 4 წლის განმავლობაში სულ 12 წარჩინებულ სტუდენტს სრულად დაუფინანსებს სწავლებას ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში.

სხვა ახალი ამბები: