გამგებლის განცხადებით, ზუგდიდში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართება

1

22 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია, დღეს გამართულ თათბირზე, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიაწოდა.

თათბირს გამგებლის მოადგილეები მამუკა წოწერია და თამაზ ჟორჟოლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დასუფთავების აქცია ქვეყნის მასშტაბით იმართება და მასში მონაწილეობას მოხალისეებთან ერთად საჯარო მოხელეებიც მიიღებენ.

როგორც გამგებელმა შეხვედრაზე აღნიშნა, დასუფთავების აქცია საქართველოს მასშტაბით ტარდება და მასში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი აქტიურად არის ჩართული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები 9 ზონად დაიყოფა და თითოეულ ზონას თავისი კურატორი ეყოლება. ,,კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ ამ აქციაში.“

სხვა ახალი ამბები: