გამგებლის ყოფილ მოადგილეს ცაიში-ცაცხვში წინასაარჩევნო პლაკატების ჩამოხევაში ადანაშაულებენ

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცაიშსა და ცაცხვში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, თენგიზ ალმასიას წინასაარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს. აღნიშნულ ფაქტს ადგილობრივები “ევროპულ საქართველოში” სულ ახლახან გადმოპორტირებულ, ზუგდიდის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, გურგენ (გიზო) სართანიას უკავშირებენ. მათივე განცხადებით, სართანია სოფელ-ცაიშსა და ცაცხვში “ევროპული საქართველოს” ზონის უფროსად არის გამწესებული, რომელიც წინასაარჩევნოდ კონკურენტებს სწორედ ამ მეთოდით იგერიებს.

“დღეს მთელი დღის განმავლობაში შეიმჩნევა სოფელში “ევროპული საქართველოს” აქტიურობა, თუმცა არ გვეგონა თუ გამგებლის ყოფილი მოადგილე ახლა უკვე “ევროპელებთან” იყო გაწევრიანებული. ყველა ბოძზე თითქმის ყველგან ჩამოხეულია “ქართული ოცნების” კანდიდატის პლაკატები. ეს არის დასაგმობი ფაქტი, თუმცა ნურავის ნუ ეგონება, რომ ამით ოდნავ მაინც ავნებს წინასაარჩევნო კამპანიას. ეს უბრალოდ არის ბრძოლის უსუსური მეთოდები”,-აცხადებენ ადგილობრივები.