გამგებლის ყოფილმა მოადგილემ თანამდებობრივ ხარჯებზე გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა

0

ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ (გიზო) სართანია მის მიერ აღებულ ხელფასსა და პრემიებზე თავის მართლებას და ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მან სწორედ ამ მიზნით დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართა. სართანია აღებული პრემიებისა და გახარჯული საწვავის ოდენობას არ უარყოფს, თუმცა საინფორმაციო სააგენტო smo news-ს დეზინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს.

“ვიღებდი იმიტომ, რომ ნისიად ვერ ვიმუშავებდი, ყველა ჯამაგირს იღებს. ვმუშაობდი. არცერთი ოჯახი არ დამიტოვებია, ყველგან ვიყავი, თან არაერთხელ. გამგებელს სამი მოადგილე ჰყავს. მე ერთი ვიყავი და სხვადასხვა სფეროში აქტიურად ვმონაწილეობდი. რამდენიმე კომისიის თავმჯდომარეც ვიყავი”-აცხადებს ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილე.

ცნობისათვის, გურგენ (გიზო) სართანია სააგენტოში 2017 წლის 15 მარტს გამოქვეყნებულ სტატიას დღეს გამოეხმაურა, სადაც სართანიას გამგებლის მოადგილის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში მიღებულ ხელფასებზე, პრემიებსა და მის მიერ გახარჯულ საწვავზეა საუბარი. ამ ფაქტს ის 13 მარტს გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების მხარდასაჭერ აქციას უკავშირებს.

 

სხვა ახალი ამბები: