გამგებლის სტიპენდიანტის დედამ შვილის ხელშეწყობისთვის მადლობა თავად გამგებელს გადაუხადა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სტიპენდიანტის, ბაია ღუბელაძის დედა, მანანა კუკავა, ლაშა გოგიას შეხვდა და მისი შვილის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა და მადლობის წერილი გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომისია, მიმდინარე წელს პირველ სხდომაზე შეიკრიბა და 3 წარჩინებულ სტუდენტს გამგებლის სტიპენდია დაუნიშნა.

გამგებლის სტიპენდია 300 ლარის ოდენობით, ახალსოფელის მკვიდრს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მე-3 კურსის სტუდენტს (იუნკერს) ბაია ღუბელაძესაც დაენიშნა.

“ჩვენთვის ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი წახალისება პრიორიტეტია. ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის საწინდარია”-აცხადებს ზუგდიდის გამგებელი ლაშა გოგია.

ფინანსური ხელშეწყობის-თანადაფინანსების პროგრამაში შეიძლება მოხვდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტოტიაზე მცხოვრები ახალგაზრდები(სტუდენტები), რომლებიც აკრედიტირებულ უმაღლეს ან სხვა ტიპის სასწავლებელში სწავლობენ, გააჩნიათ სოციალურად დაუცველის სტატუსი და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან.

სხვა ახალი ამბები: