“გამილიონერების” სურვილი, თაღლითური სქემა და მოტყუებული ბიზნესმენები

0

ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის”, რომელიც 2010 წელს წარსულში ნასამართლევმა ლალი ანთიამ შექმნა, გასული წლების განმავლობაში ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების ნდობით სარგებლობდა. ლალი ანთიამ ნდობა და გავლენის სფეროები ჩვეული ხრიკებითა და მეთოდებით მოიპოვა. ის ყოველთვის ცდილობდა ნებისმიერი ხელისუფალისთვის დაემტკიცებინა “პატრიოტიზმი” და “სამართლიანობა”, თუმცა ამ ორი მცნების მიღმა “არასამთავრობო ორგანიზაციის” მთავარი პერსონა ყოველთვის მალავდა საკუთარ და ნამდვილ სახეს.

-ლალი ანთიას, ბოლო წლების განმავლობაში, ზვიად გამსახურიასთან მეგობრობითაც მოჰქონდა თავი. ვარდების რევოლუციისას კი ის ზურაბ ჟვანიას დაუხლოვდა, მეტიც 2003 წელს წალენჯიხიდან თბილისის მიმართულებით დაძრულ ავტობუსებში, ლალი ანთია პრეზიდენტთან ერთად მოემართებოდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის დასამხობად”-აცხადებს smo news-ის წყარო.

ანთია სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში დაახლოებული იყო ამავე ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ზურაბ ჟვანიასთან, მიხეილ მაჭავარიანთან, ხათუნა გოგორიშვილთან და სხვებთან.

არჩევნებიდან სამი წლის თავზე ლალი ანთია, მონაწილეობას იღებდა ადგილობრივ არჩევნებში, გაიმარჯვა კიდეც და ზუგდიდდის საკრებულოს წევრიც გახდა. ანთიას „გამილიონერების“ სურვილმაც, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე იმატა და ზუგდიდის საკრებულო ერთ დიდ შპს-დ გადაიქცა, სადაც გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, ნებისმიერი დოკუმენტი ყალბდებოდა, თუმცა ანთია მალევე გაიშიფრა.

-ანთიამ ზუგდიდი მოინელა და ამის შემდეგ უკვე თბილისს გადასწვდა. მან ფაქტიურად დატოვა ზუგდიდი და თბილისში გადაბარგდა. აქ მან გაიცნო კიდევ უფრო მეტი ადამიანი. მათ შორის კუდის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა. მოგეხსენებათ ღაჭავაც სამეგრელოდან არის და მასთან გამონახა საერთო ენა, მით უმეტეს, რომ ღაჭავა ბიზნესმენობდა და ჰქონდა ძალიან დიდი თანხებიც.

ლაურა ღაჭავასთან რა ურთიერთობები ჰქონდა მას?

-ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ვიცი, რომ ანთიამ ღაჭაავას გარკვეული ოდენობის თაანხა თაღლითურას წასცინცლა.  ანთიამ თითქოს ღაჭავას ბინები უყიდა და მოატყუა, რომ ეს ნაყიდი ბინები იყო გაფორმებული, თუმცა ეს ბოლოს ტყუილი აღმოჩნდა. ერეკლე კოდუას დედა დღემდე ედავება ქალბატონ ლალი ანთიას 350 ათას ლარს, თუმცა ანთიას ეს დიდად არ აღელვებს. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მან ანუ ანთიამ გაუკკეთა ბიზნესმენ ნაზი ალასანიას.

-რაზეა საუბარი?

-ნაზი ალასანიასთან მივიდა ქალბატონი ანთია და უთხრა, რომ თითქოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს ჰქონდა სისხლიის გათეთრება და საჭიროებდა სასწრაფო სამედიცინო ჩარევასა და მკურნალობას საზღვარგარეთ. ალასანიას მან ასეთი მოტყუებით 10.000 დოლარი გამოართვა.

-ბიზნესმენები რატომ ენდობოდნენ ასე ბრმად ლალი ანთიას?

-ენდობოდნენ რადგან იცნობდნენ და პლუს, ისიც იცოდნენ, რომ მას მართლაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა მაჭავარიანთან. ეჭვი მაშინ ამაში არც არავის ეპარებოდა. აქ ერთი რამ არის აღშანიშნავი, რომ ანთია  ბიზნესმენ ნაზი ალასანიას ამ დახმარების სანაცვლოდ დისშვილის, ედუარდ შენგელიას დასაქმებასაც დაპირდა.  თავიდან ანთია ნაზი ალასანიას დიშვილის დასაქმებას რუსეტში, საქართველოს კონსულად ჰპირდებოდა, თავად ბიზნესმენ ქალბატონს კი ფოთის მაჟორიტარობას. არსებობენ პიროვნებები, რომლებმაც იციან ეს ისტორიები ზედმიწევნით და ეს არ არის მოგონილი იაგავ-არაკები. ამჟამად ედუარდ შენგელია შსს-ში, პროტოკოლის სამსახურშია დასაქმებული.

-არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ანთიას ასეთი რამ არ შეეძლო მარტოს გაეკეთებინა? იქნებ მართლაც მიუტანა მაჭავარიანს ეს თანხა?

-როგორც კი ანთიამ ნაზი ალასანიას გამოართვა ეს თანხა, ის ორთაჭალაში მაჭავარიანთან მართლაც წავიდა, თუმცა იმას ვერავინ ვერ დაამტკიცევს, მან მართლაა მისცა თუ არა ეს თანხა ადრესატს თუ ყველა ერთიანად თვითონ ჩაიდო ჯიბეში. ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ ანთიამ თანხა მოტყუებით გამოსძალა ალასანიას.

-თქვენ ახსენეთ ჟურნალისტი კლარა აბრამიაც. მასთან რა აკავშირებდა ქალბატონ ლალი ანთიას?

-ისინი ერთი პერიოდი მეგობრობდნენ და კარგი ურთიერთობაც ჰქონდათ, თუმცა მას შემდეგ რაც აბრამიამ ანთიას ასესხა თანხა და უკან აღარ დაუბრუნა, მათ კარგ ურთიერთობებს წერტილი დაესვა. ცხონებულ კლარა აბრამიას პირადად ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამს ამის შესახებ. ანთიამ მისი 3.000 დოლარი შეიტოვა თავად მას კი ფაქტიურად ქუჩაში ამოხდა სული. არაფერი არ გააჩნდა ცნობილ ჟურნალისტს, შიოდა და ციოდა და ამ დროს ანთია ისევ შავი ფულის კეთებით იყო დაკავებული.

მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ერთი შემთხვევა, როცა ლალი ანთია კონკრეტულ პირებს ფულის სესხებას თხოვდა ან უფრო მეტიც, პირდაპირ ავალებდა. შემდეგ კი ამ ნასესხებ თანხებს უკან არ უბრუნებდა. აშანტაჟებდა და აშინებდა ხალხს, მათ შორის სოფლის გამგებლებსაც და მე თქვენ ამასაც გეტყვით. კონკრეტული ფაქტებიც არსებობს. ვისაც ის პირდაპირ ვერ აწერდა თანხებს, მათ ფულის სესხებას აიძულებდა სხვადასხვა მოტივით და შემდეგ უკან აღარ უბრუნებდა.

ცნობისათვის, 2007 წლის 25 აგვისტოს, თბილისში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, რომელთა საქმიანობას ყალბი დოკუმენტების დამზადება და მოსახლეობისთვისთვის თაღლითურად ფულის გამოძალვა იყო.

ჯგუფის ლიდერი 1950 წელს დაბადებული ლალი ანთია იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ანთია თანამზრახველებთან ერთად მაღალი პოლიგრაფიული ტექნოლოგიით ამზადებდა ყალბ დოკუმენციას და წითელი ჯვრის ეგიდით, ათეულობით მოქალაქეს ფულს იტალიაში დასაქმების სანაცვლოდ სძალავდა.

ანთიას თანამზრახველების ჩხრეკისას, 70 ყალბი პასპორტი, 24 პირადპობის მოწმობა, 120- საპენსიო ბარათი და ათეულობით შრომის და ქორწინების მოწმობები ამოიღეს. საქმეში მტკიცებულების სახით დაერთო შენგენის ვიზის მისაღებად საჭირო შეუვსებელი ცნობები.

ლალი ანთიამ ციხეში მხოლოდ რამდენიმე წელი დაჰყო. საბოლოოდ კი ის აღნიშნულ საქმეში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა.

გარდა აღნიშნულისა, smo news-ის წყარო ირწმუნება, რომ ანთიამ ცნობილ ბიზნესმენს 280 000 ლარიანი საგადასახადო ჯარიმის განახევრების პირობით გამოსძალა 20 000 ლარი. ამის შესახებ კი smo news მომავალ სტატიაში მოგითხრობთ.

სხვა ახალი ამბები: