განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჯვარის პროფესიულ კოლეჯ “ლაკადაში” იმყოფებოდა

0

წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში იმყოფებოდა დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. ის პროფესიულ კოლეჯ „ლაკადაში” პედაგოგებს შეხვდა და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“პროფესიული კოლეჯები არის ცენტრალური პრიორიტეტი ჩვენი განათლების რეფორმის. მოგეხსენებათ, რომ ასობით ათასი სამუშაო ადგილი იქმნება, რომელიც პროფესიული ბუნებისაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა უფრო მეტად დაინტერესდეს პროფესიული განათლებით და ჩევნს კოლეჯებს მეტი საშუალება ჰქონდეთ ხარისხიანი განათლება გასცენ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

სასწავლებლის ძველ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და პრაქტიკული სასწავლო ინვენტარით აღიჭურვა, ამასთან, სასწავლებელი ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის, შენობას აქვს ლიფტი.

კოლეჯში სტუმრობისას დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმრთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ. ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში კი შეხვედრა შედგა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებთან. მთავრობის წევრები ასევე იმყოფებოდნენ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ადმინისტრაციაში.

სხვა ახალი ამბები: