განათლების მინისტრი სამეგრელოში პედაგოგებს შეხვდა

0

ედაგოგებთან შესახვედრად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვია. ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველი სამუშაო შეხვედრა ხაბუმეს საჯარო სკოლაში გამართა, სადაც წალენჯიხის და ჩხოროწყუს ყველა საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდა.

ხაბუმეს შემდეგ მინისტრმა შეხვედრა ზუგდიდის კულტურის სახლის სააქტო დარბაზში გამართა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად ზუგდიდის და ხობის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ თავის ვრცელ სიტყვაში ზოგადი განათლების ბევრ მნიშვნელოვან თემას შეეხო, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და იმ ინიციატივებზე, რაც სკოლას უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის, როგორც მოსწავლეებისთვის ისე, მასწავლებლებისთვის.

შეხვედრის მეორე ნაწილში მინისტრმა მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა და უშუალოდ პედაგოგებისგან მოისმინა საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.

სხვა ახალი ამბები: