განმუხურის ტერიტორიაზე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ქვეწარმავლები გაანადგურეს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ განმუხურში ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები განახორციელეს. კონკრეტულად, განმუხურის ხიდთან, მიმდებარე ტერიტორიაზე გაანადურეს ქვეწარმავლები, რომლებიც ადილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდნენ.

ზუგდიდის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ისინი მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს ამ კუთხით და შესაბამის ზომებს დროულად იღებენ. განმუხურის ტერიტორიაზე დღეს მონიტორინგი აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებმა ლაშა ჯაიანმა და იაგო ქირიამ განახორციელეს.

სხვა ახალი ამბები: