განმუხურში ირანელი ნარკორეალიზატორი, სეიედ ფურია რაზავი დააკავეს

0

შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული ღონისძიებბების შედეგად, 5 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალ ჯემ ფესტის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულ იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე 1981 წელს დაბადებული სეიედ ფურია რაზავი.

ირანელი ნარკორეალიზატორის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდი, მდმა, ტეტრაჰიდროკარაბინოლი და მეტადონი.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ 260 მუხლის მეექვსე ნაწილის “ა ” პუნქტით.

სხვა ახალი ამბები: