განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იწყება

0

შ. პ. ს ,, “ბლექ სი რივერა” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში 120-დან 150-მდე ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. სასტუმროს განაშენიანების რეგულირების გეგმის პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გაიმართა. პროექტის პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, ქალაქგეგმარების სპეციალისტმა, არქიტექტორმა მიხეილ ვალიშვილმა და არქიტექტორმა ირაკლი შარაშიძემ წარმოადგინეს.

უძრავი ქონება 33951 კვ.მ. არასასოფლო – სამეურნეო მიწას და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მოიცავს.

“ბლექს სი რივერა” სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოაწყობს ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს, ჩოგბურთის კორტებს, საკონფერენციო დარბაზებს, სახურავზე განთავსდება რესტორანი. ობიექტი ასევე უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით და კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. სოფელ განმუხურში, განაშენიანების რეწგულირების გეგმა საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.

“სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და შეიქმნება ასეულობით სამუშაო ადგილი. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად, მითუმეტეს, რომ განმუხური სხვა საკურორტო ზონებთან შედარებით კლიმატური უპირატესობით სარგებლობს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას”, – განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.

სხვა ახალი ამბები: