გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 70 წლის მამაკაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

0

ზუგდიდის სასამართლოში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედებისთვის ქალთა საფეხბურთო გუნდის 70 წლის მწვრთნელის სასამართლო პროცესი დაიხურა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო. ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურომა მაია ჯაბუამ მიმართა.

მისი განმარტებით, იმის გამო, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია და საუბარია სქესობრივი ხასიათის დანაშაულზე, სხდომა უნდა დაიხუროს. ეს პოზიცია გაიზიარა ბრალდებულმაც, რაც შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა. ბრალდებულმა ადვოკატზე უარი თქვა და განაცხადა, რომ საკუთარ თავს თავად დაიცავს და ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მოსამართლემ აღკვეთს ღონისძიებად დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

მასში წერია, რომ დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, და რომ გამოძიებით დადგინდა – 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. უფრო ადრე ინფორმაცია შსს-მაც გაავრცელა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 31 მარტს სენაკში დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.