გასულ თვეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამებით 847 ბენეფიციარმა ისარგებლა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამებით, მიმდინარე წლის აპრილის თვეში 847 ბენეფიციარმა ისარგებლა. ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცების და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამით ისარგებლა 9 ბენეფიციარმა. გახარჯული თანხა 3200 ლარი.

• 2000 ლარი – 2 – 100 წელს გადაცილებულ ბენეფიციარზე (თითოეულს 1000 ლარის ოდენობით). • 200 ლარი – 2 მარტოხელა მოხუცზე (თითოეულს 100 ლარის ოდენობით). • 1000 ლარი – 5 სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახებზე (თითოეულს 200 ლარის ოდენობით). ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამაზე გახარჯულია 700 ლარი, მათ შორის: • 500 ლარი – 2 ბენეფიციარზე, გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახზე ფინანსური მხარდაჭერა (თითოეულს 250 ლარის ოდენობით). • 200 ლარი – მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 2 ვეტერანზე (თითოეულს 100 ლარის ოდენობით). ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამაზე გახარჯულია 4900 ლარი, მათ შორის:

• 200 ლარი – 1 ბენეფიციარზე მეორე შვილის შეძენასთან დაკავშირებით. • 2300 ლარი – 11 მრავალშვილიანი ოჯახისათვის (თითოეულს 200-300ლარის ოდენობით). • 2400 ლარი – 8 მარტოხელა მშობელზე (თითოეულს 300 ლარის ოდენობით). შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამაზე გახარჯულია 5500 ლარი, მათ შორის: • 2900 ლარი – 29 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის (თითოეულს 100 ლარის ოდენობით). • 1600 ლარი – 8 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის (თითოეულს 200 ლარის ოდენობით). • 300 ლარი- 3 სმენადაქვეითებული და შეზღუდული მეტყველების მქონე პირთათვის (თითოეულს 100 ლარის ოდენობით). • 700 ლარი – შშმ პირთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა მომვლელისათვის (ყოველთვიურად 7 ბენეფიციარს 100 ლარის ოდენობით). მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამაზე გახარჯულია 12 800 ლარი 64 ბენეფიციარზე (თითოეულს – 200 ლარის ოდენობით).

სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა გახარჯულია 15060 ლარი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მრავალშვილიანი ოჯახის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის, დედ-მამით ობოლი ბავშვების, მარტოხელა დედების, 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულების სასაჩუქრე პაკეტისათვის. სოფელ ხურჩის მოსახლეობის, უმწეო კატეგორიის სტუდენტთა და დიალიზის პროგრამაზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსების პროგრამა გახარჯულია 5444 ლარი, მათ შორის :

• 3600 ლარი – დიალიზის პროგრამაზე მყოფ 36 ბენეფიციარზე (ყოველთვიურად თითოეულს 100 ლარის ოდენობით). • 1644 ლარი – სოფელ ხურჩის მოსახლეობის მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსება. • 200 ლარი – 2 უმწეო კატეგორიის სტუდენტზე (თითოეულს 100 ლარის ოდენობით). სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა გახარჯულია 2447,4 ლარი მათ შორის: • 1647,4 ლარი – ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახზე (თითოეულს 1000 ლარის ფარგლებში) • 800 ლარი – 8 ბენეფიციარის ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის (ყოველთვიურად თითოეულს 100 ლარის ოდენობით) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა გახარჯულია 800 ლარი, მათ შორის: • 600 ლარი -3 გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე (თითოეულს 200 ლარის ოდენობით) • 200 ლარი – 2 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე დევნილზე (თითოეულს 100 ლარის ოდენობით)

სხვა ახალი ამბები: