“GEM fest-2016” ანაკლიაში სტარტს იღებს (ფოტორეპორტაჟი)

0

„GEM fest“ 2016 ანაკლიაში სტარტს იღებს. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი წინა წელთან შედარებით მეტად გრანდიოზული იქნება და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნული ფესტივალი წინა წელთან შედარებით ბევრად დახვეწილი და განვითარებულია. “Gem fest-ი საქართველოში ყველაზე პროგრესული ფესტივალი ხდება.

Gem fest-ის ტერიტორიაზე იქნება რამდენიმე სცენა, იფუნქციონირებს ბარები, GEM fest-ის ოფიციალური მაღაზია, სადაც ბევრ ძალიან საინტერესო დეტალს ნახავს დამსვენებელი, ასევე დაგეგმილია უამრავი სპორტული აქტივობა, რითაც დამსვენებლები, გარდა შესანიშნავი მუსიკისა, შეძლებენ გართობას.

GEM FEST დღეს, 10 აგვისტოს დაიწყო და 4 დღეს, 14 აგვისტომდე გაგრძელდება. წინა წელთან შედარებით კოლოსალურად გაზრდილია GEM FEST-ის ვიზიტორთა რაოდენობა და შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი რაოდენობა ბილეთებისა, Online არცერთ სხვა ფესტივალზე არ გაყიდულა. 2015 წლის მონაცემებით კი ეს ციფრი 267-ზე მეტიც არ იყო.

„GEM fest“ 2016-ის გრანდიოზულობას ხაზს უსვამს მთავარი სცენაც, რომლის ირგვლივ და პირდაპირ განთავსებული საცეკვაო მოედანი (Dance floor) 12 000 მაყურებელს დაიტევს. ასევე 200 კვადრატულ მეტრზე განთავსდება ლედ-ტელევიზორები, რასაც ბევრგან ვერ შეხვდებით, წინა წელთან  შედარებით ხმაც 2-ჯერ უფრო ძლიერია, რადგან სტუმართა რაოდენობა გაცილებით ბევრია, შესაბამისად აპარატურაც 2.5-ჯერ მეტია 2015 წელთან შედარებით.

“GEM fest 2016, რამდენიმე საათში გრანდიოზული შოუთი გაიხსნება და 14 აგვისტომდე გაგრძელდება, სადაც დამსვენებლები შეძლებენ ყოველდღიური ცხოვრებიდან სხვა სამყაროში ტელეპორტაციას, რაშიც მრავალფეროვანი მუსიკა, აქტივობები და უამრავი სურპრიზი დაეხმარებათ.

სხვა ახალი ამბები: