GEM Fest-ის ბილეთების კონტროლის თანამშრომლები საპროტესტო აქციას ამ დრომდე მართავენ

0

ამ წუთებში განმუხურში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც GEM Fest-ის ბილეთების კონტროლის თანამშრომლები აქციას მართავენ, დაძაბულობაა. ისინი ფესტივალის ორგანიზატორებისგან კუთვნილი სახელფასო თანხის ანაზღაურებას ითხოვენ.

აქცია დღეს დილით დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა.ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, ცოტა ხნის წინ აქ ადგილი ქონდა სიტყვიერ დაპირისპირებასაც, როგორეც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ცოტნე ვართაგავა “ოდიშინიუსთან” აცხადებს, აქციის მონაწილეებთან მივიდნენ ჯემ-ფესტის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტებისა თუ კაფე-ბარების მეპატრონეები და პრეტენზიები გამოთქვეს იმის გამო, რომ აქციის მონაწილეები ხალხს არ ატსრებენ, რასაც ვართაგავს თქმით, დაპირისპირება მოჰყვა.

” ჩევნ დავუკავშირდით ფესტივალის ორგანიზატორებს, კომუნიკაცია შედგა და დაგვპირდნენ რომ მოაწყობდნენ რაღაც ივენთს და მაშინ აგვინაზღაურებდნენ ჩვენს ხელფასებე, რაზეც ჩვენ უარს ვაცხადებთ”- უთხრა “ოდშინიუსს ცოტნე ვართაგავამ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსაკუთარი უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ და დაშლას არ აპირებენ.

წყარო: “ოდიშინიუსი”

სხვა ახალი ამბები: