Gem fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს

0

Gem Fest-ის დამფუძნებელი ხვალ 11 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამახურში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გიორგი სიგუამ “იმედის” ეთერში განაცხადა.

სიგუას თქმით, უწყების წარმომადგენლებმა ოფისიდან დოკუმენტაციები  და კომპიუტერები წაიღეს. ფესტივალის დამფუძნებელმა ასევე ფინანსურ პრობლემებსა და საკუთარ შეცდომებზე ისაუბრა.

გარდა ამისა, სიგუამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. “ყველანაირად ვეცდები, რომ სამომავლო გეგმები სახელმწიფოს ფინანსური ჩარევის განხორციელდეს”- განაცხადა სიგუამ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Gem Fest-ის  შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

სხვა ახალი ამბები: