Gem fest-ის ტერიტორიაზე ირანელი და ქართველი ნარკორეალიზატორები გამთენიისას დააკავეს

0

8 აგვისტოს, გამთენიისას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკორეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა. დაკავებულთაგან, ერთი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეა, ხოლო მეორე ქართველი, თბილისში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი.

ახალი ამბების სააგენტო SMO NEWS-ის წყაროს ცნობით, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები და ასევე ნარკოტიკული აბები.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ 260 მუხლის მეექვსე ნაწილის “ა ” პუნქტით.

სხვა ახალი ამბები: